საქართველოს შესახებ

საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი. აქ აღმოაჩენთ დაახლოებით 300 მთის მწვერვალს, ზღვისპირა კურორტებს, ბალნეოლოგიურ და სამკურნალო ტალახის სანატორიუმებს, ურიცხვ არქეოლოგიურ, ისტორიულ, არქიტექტურულ და ხელოვნების ძეგლებს და აგრეთვე დაცულ ტერიტორიებს და ბუნებრივ ნაკრძალებს. ეს ყველაფერი წარმოდგენილია პატარა ტერიტორიის ფარგლებში სტუმართმოყვარე ქართველებთან ერთად. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! 

ჩვენს შესახებ

"ლაქი ტური" არის სრული პაკეტის მქონე ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევს ყველაზე უნიკალურ და საინტერესო ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს. ჩვენი ახალგაზრდა და დინამიური ორგანიზაციის მეშვეობით შესაძლებელია ტურისტების უაღრესად საინტერესო და უჩვეულო სურვილების დაკმაყოფილება.  3 წლიანი გამოცდილება მოწმობს, რომ ,,Lucky Tour"-ს შესწევს უნარი შესთავაზოს თავის მომხმარებელს მომსახურების მაღალი ხარისხი ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლების დახმარებით.  
დაგეგმეთ თქვენი შემდგომი დასვენება ტურისტული კომპნია ,,Lucky Tour”-თან ერთად და ჩვენ შემოგთავაზებთ მაქსიმალურად დაბალ ფასებს ავიაბილეთებზე, სასტუმროებზე, ექსკურსიებზე და სხვა სერვისებზე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player